რუსეთის აეროპორტებს სახელები ეცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას The VESTNIK KAVKAZA ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მოსკოვის 2 მთავარ აეროპორტს, შერემეტიევოს აეროპორტს ალექსანდრე პუშკინის, ხოლო დომოდედოვოს აეროპორტს მიხეილ ლომონოსოვის სახელი დაერქმევა.
როგორც ცნობილია, აეროპორტებისთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ ხმის მიცემა ოქტომბერში მოხდა და მასში მონაწილეობა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.