აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის, ნატო-ს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, გენერალ კურტ სკაპაროტის ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად 100 უკრაინელი სამხედრო და 55 მოქალაქე დაიღუპა.
Unian-ის ინფორმაციით, გენერალი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის სამიზნეა უკრაინის თავდაცვა, ეკონომიკა და პოლიტიკური სექტორები.
გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ისევე ცდილობს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, როგორც ეს 2014 წელს ქნა.