რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ლიტვაში რუსეთის ერთი და ლიტვის რამდენიმე მოქალაქე დააკავეს _ აღნიშნულ ინფორმაციას NYTIMES ავრცელებს.
გენერალური პროკურორის, ევალდას პასილისის განცხადებით, დაკავებულები არიან ვალერი ივანოვი, ყოფილი ანტიდამოუკიდებელი ლიდერი 1990-იანი წლებში და ალგირდას პალეკისი, ყოფილი იურისტი და ლიტვის სოციალისტური პარტიის ლიდერი.
UNIAN-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებებს „მორიგ რუსოფობიურ ნაბიჯს უწოდებს“.