რუსეთის მიერ განხორციელებული ავია იერიშის შედეგად სირიის სოფელ ალ-შაფაჰში 53-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია “სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია”-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სოფელი დეირ ალ-ზურში, ერთ-ერთ იმ პროვინციაში მდებარეობს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთმა აღნიშნულ ტერიტორიაზე იერიშის მიტანა დაადასტურა, თუმცა მათი თქმით, ისინი „ისლამურ სახელმწიფოს“ მებრძოლებს ებრძვიან და არა მშვიდობიან მოქალაქეებს.
სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ 2 კვირის წინ იერიშების მიტანა დაიწყო 120 ადამიანია დაღუპული.
გაეროს მიერ გასულ კვირას წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობის ნაწილმა ცხოველების საკვების და ნაგვის ჭამა დაიწყო.