რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს სხვადასხვა ქალაქში აკავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია წერს, საპროტესტი აქციებზე, ნავალნის 3000 -ზე მეტი მხარდამჭერია დაკავებული.
ასევე BBC წერს, რომ ძლიერი ყინვის და სახელმწიფო ორგანოების გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა.
Reuters-ის მონაცემებით კი, მხოლოდ მოსკოვში, დაახლოებით, 40 000 მივიდა აქციაზე, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დემონსტრანტების რაოდენობა 4 000-ს არ აჭარბებდა.
როგორც themoscowtime წერს, ციმბირის მხარეს აქციებს მინიმუმ 15 000 ადამიანი ესწრება, მათ შორის ხალხი გამოვიდა ქალაქ იაკუტსკში, სადაც ყინვა -50 გრადუსს აღწევს.
მშვიდობიანი პროტესტის მიუხედავად, პოლიციამ ასობით დემონსტრანტი უკვე დააკავა. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, The Moscow Times წერ, რომ 300-ზე მეტი ადამიანია დაკვბული.
euronews ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ აძლევს. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა, ასევე გამოცემა წერს, რომ ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.
ორგანიზაცია OVD-info-ი ინფორმაციით, რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა ამ დრომდე 863 ადამიანი დაკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის 50-მდე ქალაქში განხორციელდა.
ასევე OVD-info-ს ინფორმაციით, მოსკოვში, ამ დროისთვის 190-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ორგანიზაცია, ტვიტერზე ავრცელებს, ვიზუალური მასალაც, სადაც კარგად ჩანს მოქალაქეების დიდი რაოდენობა, ყინვის მიუხედავად; ასევე, აგრესიული მოპყრობა პოლიციის მხრიდან.
ადგილიობრივი მედია წერს, რომ სამართალდამცავებმა ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანაშემწე, მათ შორის მისი პრესსპიკერი კირა იარმიში და ადვოკატი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლო ამ დროისთვის გათავისუფლებულია, იარმიშს კი 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.