რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შვილის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული.
,,ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული და აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანება. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, პაციენტი ამ დროისთვის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი