თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
საქმე ეხება სამშენებლო კომპანიის პირველ საქმეს, რომელშიც ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია “დექსუსის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია. ამ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიემართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.