უცხოური კომპანიები რუსულ მართვად რაკეტებს ეხმარებიან, რომ უკრაინაში სამიზნეს მოხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რუსული რაკეტები სამიზნეს ვერ აღწევენ ზუსტად განსაზღვრული კოორდინატების გარეშე, რომელიც მათ სანავიგაციო სისტემებმა უნდა მიაწოდონ. ნავიგაციისთვის კი ისინი თავისივე შექმნილ სისტემას GLONASS-ს, GPS-ის ანალოგს იყენებენ.
“რუსულ სანავიგაციო სისტემა GLONASS-ს ერთი სუსტი წერტილი აქვს, ის დამოკიდებულია მიკროჩიპებზე, რომლებსაც უცხოური კომპანიები ამზადებენ. რუსული რაკეტები და დრონები არიან ახჭურვილი უცხოური კომპანიების მიერ დამზადებული მიკროჩიპებით, რომლებსაც GLONASS-ის სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერაც აქვს. ეს ჩვეულებრივ სამოქალაქო ჩიპი არის, მაგრამ რუსეთი მილიტარული მიზნებისთვის იყენებს. მიკროჩიპი იღებს და ამუშავებს კოორდინატებს გლონასისგან, შემდეგ კი მართვადი რაკეტა ამ ინფორმაციას უკრაინული სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე დასარტყამად იყენებს”, – წერია სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.
უწყებას ჩამოთვლილი აქვს ამ ჩიპების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია:
- Linx Technologies (ამერიკული კომპანია);
- Broadcom (ამერიკული კომპანია);
- Qualcomm (ამერიკული კომპანია);
- Telit – (ამერიკული კომპანია);
- Maxim Integrated (ამერიკული კომპანია);
- TRIMBLE (ამერიკული კომპანია);
- Cavli Wireless (ამერიკული კომპანია);
- U-blox AG (შვეიცარია);
- STMicroelectronics (შვეიცარია);
- Sierra Wireless (კანადა);
- NovAtel (კანადა);
- Septentrio (ბელგია);
- Antenova (ბელგია);
რუსეთი თავის მხრივ განაგრძნობს GLONASS-ის მხარდამჭერის მქონე ჩიპების შეძენას ფარული კომპანიებისა და დისტრიბუტორების დახმარებით.
უკრაინული დაზვერვის სამსახური მოუწოდებს უცხოურ კომპანიებს, რომ შეწყვიტონ რუსული სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერის მქონე ჩიპების წარმოება და ყველა მოწყობილობიდან მოაშორონ ეს ფუნქცია.