რუსული გაზეთის, „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს უზბეკეთში დეპორტაცია ემუქრება, სადაც ის შესაძლოა აწამონ. აღნიშნულ ინფორმაციას FOX NEWS ავრცელებს.
„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, სასამართლომ ხუდობერდი ნურმატოვის დეპორტაციის ბრძანება გასცა, რომელიც რუსეთში დაიბადა, მაგრამ უზბეკეთში გაიზარდა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, ნურმატოვი უზბეკეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე დახურული პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომელიც თავისი უფლებების დარღვევით ცნობილია, 2008 წელს , წამების და სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობის შესახებ იძულებითი აღიარების მიცემის შემდეგ გაიქცა.
გავრცელებული ცნობით, მოსკოვის სასამართლო მას რუსეთის საიმიგრაციო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
FOX NEWS -ის ინფორმაციით, „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა , კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პეტიციით მიმართა.
მისი თქმით, ნურმატოვმა უზბეკური პასპორტი 2012 წელს დაკარგა, ახალი არ აუღია და უზბეკეთის ხელისუფლების რეპრესიების ეშინია.