უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქმა პავლოჰრადში, “საშინელი ღამე” განიცადა, რადგან რუსული რაკეტები მძინარე ქალაქს მოხვდა, მოსახლეობას ეძინა – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხიი ლისაკმა.
წინასწარი ინფორმაციით, 79 წლის ქალი გარდაიცვალა და შვიდი ადამიანი დაშავდა.
“საშინელი ღამე იყო პავლოჰრადში, შუაღამის სამ საათზე, როცა ხალხს მშვიდად ეძინა საკუთარ სახლებში, მტერმა ქალაქს რაკეტები დაარტყა”, – თქვა ლისაკმა.
მისი თქმით, დაშავებულებიდან ორი 79 წლის მამაკაცი და 37 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“დაზიანებულია სამრეწველო საწარმო. ხანძარი გაჩნდა და მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს”, – განაცხადა ლისაკმა.
მან აღნიშნა, რომ შვიდი კერძო სახლი განადგურდა და 30 დაზიანდა.
მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რეგიონის თავზე გასროლილი ხუთი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
ავტორი