რუსულმა FSB-მ დააკავა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ალექსანდროვიჩი, ფრონტზე წარუმატებლობის გამო დააკავა – ინფორმაციას unian უკრაინის დაზვერვა დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, გენერალ-მაიორი კორნეტ იგორ ალექსანდროვიჩი როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
“ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის “დაკავებამ” უშიშროების ძალებისა და “რესპუბლიკის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რომელმაც ეს კვაზისახელმწიფოებრივი ძალაუფლების ბლოკში ცვლილებების დასაწყისად შეაფასა, – აცხადებენ დაზვერვაში.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხრეთ ქალაქების დაბომბვა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინელი დამცველების ბრძოლა რუს ოკუპანტებთან დონბასისთვის, რამდენიმე დღეა აქტიურ ფაზაშია. რუსებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებში.
“რუს ოკუპანტებს სურთ 9 მაისამდე მიაღწიონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ასევე შეინარჩუნონ „სახმელეთო დერეფანი“ ოკუპირებულ ყირიმამდე”, – აცხადებს უკრაინის თავდაცვა.