ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სტაჟიორების ანანო სარიშვილის და გიორგი გოგოლაშვილის ინიციატივით, დღეს, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კამპანიის #არგაიმეორო ფარგლებში.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრავს საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებასა და არჩევნების შემდგომ მის ჩამოხსნასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ კანონის მოთხოვნების დაცვას, თუმცა, არჩევნების შემდგომ შენობა-ნაგებობების ფასადებზე რჩება სააგიტაციო მასალის ნარჩენების კვალი, რაც იწვევს ქალაქის იერსახის დამახინჯებას.
შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო სუბიექტების წამომადგენლების და ამომრჩევლების ინფორმირება საარჩევნო სააგიტაციო მასალასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საარჩევნო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ. ასევე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების და პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის წარმოება სოციალურ ქსელში, რაც გულისხმობს ფოტომასალის განთავსებას ე.წ ჰეშთეგით – „#არგაიმეორო“.