უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ვითარების გამო, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარდა. აღნიშნული განცხადება უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვალერი პუსტოვოიტენკომ NEWSONE TV-ს ეთერში გააკეთა.
„მოხარული ვარ, რომ სააკაშვილი უკრაინიდან გააძევეს. სააკაშვილი ნაჩხვლეტია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის და პრეზიდენტისთვის.
მან მისცა სამუშაო, მოქალაქეობა, მეგობარი უწოდა, ოდესის რეგიონის მმართველი გახადა, ამიტომ მას პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია იმ ქმედებებისთვის, რაც სააკაშვილისთვის გააკეთა“,_განაცხადა პუსტოვოიტენკომ.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში დესტრუქციული და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევი იყო.
„უკრაინა არავის აძლევს დესტრუქციული ქმედების უფლებას და სააკაშვილმა დაიწყო ასე მოქცევა. მას არ აქვს უფლება უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და ხელისუფლება სწორედ მოიქცა, რომ გააძევა“,_განაცხადა პუსტოვოიტენკომ.