საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამჟამად, უკრაინის მთავარი რეფორმატორი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“უკრაინული ინტერნეტის ღია სივცრეებში ახალი ტენდენციაა. როგორც წვიმის შემდეგ სოკოები, ისე იზრდებიან ქართული რეფორმების „ექსპერტები.“
ამ „ექსერტებისა“ და „ეკონომისტების“ მთავარი გზავნილია: საქართველოში რეფორმები არ ჩატარებულა და რაც იყო- უკრაინისთვის შესაფერისი არ არის.
არ ვიცი ყველა ეს „ექსპერტი“ 2004 წლამდე იყო საქართველოში თუ არა, ახსოვთ თუ არა ქვეყნის მდგომარეობა, კორუფციის, დანაშაულის დონე, შუქის და წყლის მუდმივი შეფერხება, გზების, ინფრასტრუქტურის თითქმის არარსებობა. ხალხი, რომელსაც წლების განმავლობაში არ ჰქოდა ხელფასი და პენსია. ახლა ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველო დარჩა ისეთივე ღარიბი, როგორც ეს იყო ჩემს გაპრეზიდენტებამდე. აქ მოცემულია მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ციფრი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ და აქვთ ჭეშმარიტების დანახვის სურვილი.
საქართველოს ეკონომიკა თითქმის ოთხჯერ გაიზარდა,
პენსია 12-ჯერ გაიზარდა და გახდა 100 დოლარი.
მასწავლებლის ხელფასი გაორმაგდა.
ტურისტების რაოდენობა 300 ათასიდან 7 მილიონამდე გაიზარდა.
“ექსპერტების” განცხადებების საწინააღმდეგოდ, ინდუსტრია გაიზარდა. გაჩნდა ახალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, სამხედრო ტექნიკის წარმოება. ქვეყანა, რომელშიც არასდროს ყოფილა სამხედრო ტექნიკის წარმოების ტრადიცია, საწარმოები არასდროს არსებულა და ეყრდნობოდა ადგილობრივი მეცნიერების ინსტიტუტებს, თანამედროვე იარაღის მწარმოებელი და ექსპორტიორი გახდა.
კიდევ ბევრი მაგალითია დასამატებელი, მაგრამ მოკლედ მინდა ვუპასუხო მათ, ვინც ამბობს, რომ ქართული რეფორმები უკრაინაში შეუძლებელია.
ჯერ ერთი, არც მე და არც ჩემს გუნდს არასდროს გვითქვამს, რომ ის რეფორმები უნდა დავაკოპიროთ რაც საქართველოში გაკეთდა. უფრო მეტიც, ყველა ის რეფორმა, რომელიც ჩვენ შევეცადეთ განგვეეხორციელებინა უკრაინაში, არა მხოლოდ ადაპტირებული იყო, არამედ დახვეწილი ჩვენი გამოცდილების (დადებითი და უარყოფითი) და თანამედროვე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ყველა ამ “ექსპერტმა” და “ეკონომისტმა” პირველ რიგში უნდა უპასუხოს ხალხს, თუ როგორ მოხდა ეს, რომ მიიღო ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელიც გაცილებით ღარიბი იყო ვიდრე უკრაინა და აქვს შეუდარებელი პოტენციალი, 2012 წელს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს. მშპ ერთ მოსახლეზე თანაფარდობა:
საქართველო-4422 $
უკრაინა-3855 $
და ბოლოს მე შემიძლია მოვიყვანო ციტატა მსოფლიო ბანკის, რომელიც საქართველოში ჩემი მმართველობის შესახებ დაიწერა: „მას შემდეგ, რაც მსოფლიო ბანკმა დაიწყო ჩანაწერების აღრიცხვა, არცერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელმაც ასეთი ღრმა რეფორმები ჩაატარა ბევრ სფეროში და ასე თანმიმდევრულად”.