საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი თანაგუნდელის გიგი უგულავას მიერ, გუშინ, რუსთავი 2_ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა “არაა სააკაშვილი ფორმაშიო”..
რა თქმა უნდა,მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს.
ამასთანავე მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე” _ წერს სააკაშვილი.