ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირველს მიტინგს აანონსებს. მისი თქმით, აქცია ჩერნოვეცში დღეს, 13 სექტემბერს ქალაქის ცნეტრალურ მოედანზე 18 საათზე გაიმართება.
სააკაშვილი უკვე მესამე დღეა უკრაინაში იმყოფება. ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქციები დააანონსა, რის შემდგაც მისი თქმით ის, კიევში ჩავა.
საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სასამართლო პროცესი კი 18 სექტემბერს არის დანიშნული.