მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხებით, მარიამ საჯაიასა და ივანა მელაის ძვირადღირებული ყელსაბამები აჩუქა, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მალხაზ შარიაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდების საქმეზე ინფორმაცია დაადასტურა.
პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ მოწმემ დაადასტურა, რომ მან ძვირადღირებული საჩუქრები ადრესატებს გადასცა, მათ შორის, საჯაიას საჩუქრად 3 000-ლარიანი ყელსაბამი აჩუქა.
საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმე განიხილება, კიდეც ერთი მოწმე იკითხება – ვალერიან კილაძე, რომელიც სდსს-ს ყოფილი თანამშრომელია.
კილაძის თქმით, პრეზიდენტის სტუმრებს საჩუქრებს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ყიდულობდნენ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.
ამასთან, მოწმე კილაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის კიდევ ერთი სტუმრისთვის ვერონე სარასთვის 1000-ლარიანი საცურაო კოსტუმის შეძენა მოხდა.
1tv.ge