გუშინ, ჩოხატაურში, პრემიერ–მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს დაურიგდათ საჩუქრები.
მსმენელის წინაშე კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია, ვაჟთა ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.
დღის ბოლოს გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა: თიკა მახალდიანი, დათუნა მგელაძე, სოფო გელოვანი, ანი კეკუა, ნინუცა ბედიაშვილი, მანანა თოდაძე და ჯგუფი “რეზო და ბავშვები”.
ღონისძიება დასრულდა ფოიერვერკით.
(R)