გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

    საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო

    საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა – განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

    შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    რამდენლარიან ბანკნოტს-მონეტას აყალბებდნენ ყველაზე მეტად

    სოზარ სუბარი: “მთავარი სამართალი იქნება ის, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია _ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

    “მიწაზე დამაგდეს, მითხრეს: “თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო”

    „არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“-მალხაზ მაჩალიკაშვილი

    “ივანიშვილი, თავისი მანერებით და ქმედებებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს”- სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

    როდის დაიწყება რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინოთ

    ჩვენი პატარა ვირტუოზი, დათუნა გაბადაძე გაზაფხულის შემობრძანებას გვილოცავს

    სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე

    რამდენად შეიძენთ ევროს და დოლარს შაბათ-კვირას

  • მსოფლიო

    “გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება” _იუკნევიჩიენე

    თურქეთში, დღეს დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის შეხვედრის მონაწილეთა სიაში პუტინი არ არის

    ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

    ჰაკერებმა რუსეთის სასამართლოს ელექტრონულ არქივში 89 მილიონი აქტი გაანადგურეს

    პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    “ძალიან უცნაური დუმილია” – ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საარჩევნო დაპირება უვადო არ უნდა იყოს!” _ მელექედურელები გზის გაკეთებას ითხოვენ

9:56; 11.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, მეორე ბრიგადად წოდებულ უბანში, ადგილობრივი მცხოვრებლები (ამ ოჯახების რაოდენობა ოცდაათამდეა), ერთკილომეტრიანი გზის მონაკვეთზე, ბეტონის საფარის დაგებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, გზა, რომელიც დიდი არ არის, უბნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

_ ამ გზაზე სამარშრუტო ტრანსპორტი დღეში ორჯერ შემოდიოდა _ დილის 9 საათზე და შუადღეზე, სამიდან ოთხის ნახევრამდე, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა. ხალხმაც იცოდა ეს, დროულად იყვნენ გამოსული, მომზადებულები ხვდებოდნენ კონკრეტულ რეისს. ახლა ერთი კილომეტრი მანძილის გავლა, მძიმე ტვირთით უწევთ, რადგან მთლიანად ამორტიზირებულ გზაზე ტრანსპორტი ვერ შემოდის. რა ვქნათ, სანამ ველოდოთ ამ გზის გაკეთებას? არჩევნებზე დაპირება უვადო არ უნდა იყოს. არც უნდა გვჭირდებოდეს შეხსენება, _ ამბობენ ამ უბნის მცხოვრებლები.

გზაზე, რომლის ზედაპირზე აყრილია ადრე დანაგები ბეტონის საფარი, ყველანაირ ტრანსპორტს უჭირს გავლა.

_ ყველანაირად ვცდილობთ, ხალხს მოვემსახუროთ. აბა, რატომ დავდივართ? მაგრამ ისეა ბეტონი ამოცვენილი და ორმოებიც ბლომადაა ყველა მხარეს, გავლა არ შეიძლება. ორ დღეში დაგვეშლება ეს მანქანები და მერე რა ვქნათ? ხალხი გვეცოდება, მაგრამ თუ გზა არ გაკეთდა, ვერ ვივლით ამ უბანში. შევდიოდით ამ გზით, დღეში ორჯერ. შემდეგ მოვბრუნდებოდით უკან და დანარჩენ რეისს ვასრულებდით დღის განმავლობაში. ვწუხვართ, მაგრამ გზა არ იძლევა არანაირ საშუალებას, იქით ვიმოძრაოთ, _ ამბობენ სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები.

_ საარჩევნო პერიოდებში, ფიანდაზების დაგებას დაგვპირდნენ. ოღონდ ეს არჩევნები ჩვენი მოგებით დასრულდეს, ოღონდ კაბინეტში შევიდეთ და რას არ გაგიკეთებთო. ასე გვპირდებოდნენ გასულ წელს მერის არჩევნებზე. სადაა ეს დაპირება? გზა ისეა დანგრეული, ვირს შეეზარება გავლა. დავათრევთ ამ ტვირთებს პაპანაქება სიცხეში. ადამიანები ვართ ჩვენ! ერთ კილომეტრზე ამდენი ტვირთის თრევა გვიჭირს. ტვირთის გარეშე სიარულიც ჭირს ამ სიცხეში, _ ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ელისო ბენდელიანი და გვთხოვს, საარჩევნო დაპირება შევახსენოთ მერიას.

_ მერს უნდა ვკითხოთ. თავად შეგვპირდა და რომელ წელს გაკეთდება? ოქტომბერში, დეკემბერშიო, რომ იძახის ერთი და მეორე, ვისაც შევახსენებთ დანაპირებს, რომელი წლის ოქტომბერში გაკეთდება? გავიდა ერთი წელი და საერთოდ არ გამოჩენილან აქ, _ ამბობს უბნის მცხოვრები ელისო ბენდელიანი.

მეორე უბნის მცხოვრებლები, ასევე, საუბრობენ სოფელში ჩამომდინარე პატარა მდინარის, “დედაბერას” სივრცეზე მდებარე ხიდის დაზიანებული ნაწილის შესახებ, რომელიც ახლა ზერელედაა გაკეთებული და შეიძლება ვინმე ხიფათშიც ჩავარდეს.

_ ამ პატარა მდინარის ჩავარდნილი ადგილი შეაკეთეს, თუმცა, ეს ერთჯერადი შეკეთება, უხარისხოა ყოველთვის. იქვე მოხრეშეს აღმართი, მაგრამ წვიმა რომ მოვიდა, ნიაღვარმა ეს ხრეში კი ჩაიტანა მდინარეში. საქმეს უნდა საგულდაგულო გაკეთება. სოფელია, უსწორმასწორო რელიეფია და ხომ უნდა ამას გათვალისწინება? _ ამბობს ადგილობრივი მცხოვრები მარინა ჭანუყვაძე და გვთხოვს, როგორმე მალე მივიტანოთ ეს ამბავი მერიის ყურამდე.

_ ისიც გადაეცით, უვადოდ არ დაგვპირდნენ. ერთ კვირაში არ გაკეთდება, მაგრამ როგორმე დაიწყონ. მძღოლებს როგორ დავაძალოთ ამ გზაზე შემოსვლა, როცა ჩვენ თვითონ ფეხით გავლა გვიჭირს და გვეზარება? _ გვეუბნება მარინა ჭანუყვაძე.

ლიზი ხინთიბიძე ის ახალგაზრდაა, რომელიც თანატოლებთან ერთად ცდილობს, სოფლის პრობლემების მოგვარების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს:

_ ჩვენ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მივმართეთ მერიას. ხიდთან ჩავარდნილი ნაწილი იყო. როცა ვუთხარით, გააკეთეს და მადლობელი ვართ, მაგრამ მაინც გაფუჭდა. წვიმამ ჩარეცხა. როგორმე უნდა დაჩქარდეს და კარგად გაკეთდეს. სოფელში ადამიანს ისედაც უჭირს ყოფა-ცხოვრება. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაგვეხმარონ დროულად, _ გვითხრა მან.

თეა ხინთიბიძე ჯერ გვეუბნება, რომ ამ უბანში უმეტესობა ხინთიბიძეები ცხოვრობენ და პრობლემაზე საუბრითაც ამ გვარის წარმომადგენლები გამოირჩევიან:

_ რამდენჯერ გავიმეოროთ, რამდენჯერ შევუთვალოთ დეპუტატს, რომ გვიჭირს სოფლის ცენტრამდე ერთ კილომეტრიანი მანძილის ტვირთით გავლა. ერთი წელია, ვიძახით, რომ გვითხრან წესიერი, საიმედო პასუხი. მონდომებაა მთავარი, რომელიც ყველას აკლია და კი ვართ ასე, _ გვითხრა თეა ხინთიბიძემ.

მან აღნიშნა, რომ არანაკლებადაა დაზიანებული მოპირდაპირე მხარეს მდებარე გზა, სადაც, ასევე, დაზიანებულია სავალი ნაწილი და ტრანსპორტს გავლა უჭირს:

_ თუ დაინტერესდებიან, თუ მოინდომებენ, ერთ კვირაში გაკეთდება ეს ერთკილომეტრიანი გზა, რომლის გამოც ასე ვეხვეწებით ამდენი ხანია.

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მათ მიმართეს სოფლის დეპუტატს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ნინო მახარაძეს, რომელიც მათი არჩეულია:

_ მივმართეთ, მაგრამ ერთხელ ამოვიდა აქ და მერე არ გვინახავს. დაგვპირდა, ალბათ, მასაც დაპირდნენ და ვართ ასე მოლოდინში, _ გვეუბნებიან ქალბატონები, რომლებიც საგანგებოდ დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს.

“გურია ნიუსი” სოფლის დეპუტატს ნინო მახარაძეს ესაუბრა და ჰკითხა, იცის თუ არა ამ გზის პრობლემის შესახებ, რის შესახებაც უბანში მცხოვრები ოცდაათი ოჯახი საუბრობს.

_ დიახ, ვიცი და წლის ბოლომდე, კიდევ უფრო ადრე, ოქტომბერშიც გაკეთდება ეს გზა. აქ მცხოვრებლები ითხოვენ ბეტონის საფარის დაგებას აღნიშნულ გზაზე. უცებ არ ხერხდება ყველაფრის გაკეთება. თუმცა, არავის დავიწყებია. მთლად მართებული არაა ეს საყვედურები. მესმის, რომ გზა უნდა გაკეთდეს. უკვე შეძენილია საჭირო მავთულები. ვიმეორებ, აუცილებლად დაიგება ამ გზაზე ბეტონის საფარი. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შეგიძლიათ, ეს თქვენც გადაამოწმოთ. დაზუსტებით, ახლა, კონკრეტულ დღეს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, წლის ბოლომდე ეს გზა გაკეთებული იქნება, _ გვითხრა ნინო მახარაძემ.

მელექედურის მეორე უბნის მცხოვრებლები კი კვლავ იმეორებენ, რომ არ სჯერათ ამდენი დაპირების და აქციის მოწყობასაც გეგმავენ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ნინო მახარაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საკურამ მოისხა ტყემალი – რა კომენტარს აკეთებს ჩხოროწყუს მერი

19:27; 15 მაისი, 2025
საზოგადოება

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

19:21; 15 მაისი, 2025
საზოგადოება

“გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ”- GWP

17:15; 15 მაისი, 2025
საზოგადოება

“განახლებული გამოძიება უნდა დაიწყოს”- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე

15:51; 15 მაისი, 2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქართველოში 2.5% პროცენტული პუნქტით შემცირდა

12:51; 15 მაისი, 2025

დავა წმიდა გიორგის ქუჩის ირგვლივ

გალამაზებული ფასადი და ავარიული საყრდენი

ყველა სიახლე

მთავარი

რა ეღირება ევრო და დოლარი 16 მაისს

21:47; 15.05.2025
სპორტი

“ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა” – სავიოლა

21:19; 15.05.2025
პოლიტიკა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

21:00; 15.05.2025
პოლიტიკა

“ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებობს მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება”- ლევან ხაბეიშვილი

20:23; 15.05.2025
პოლიტიკა

“საფრთხე ემუქრება დემოკრატიას”- მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ევროპარლამენტარი ჩამოდის

20:12; 15.05.2025
სამართალი

დისტრიბუციის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა

19:39; 15.05.2025
საზოგადოება

საკურამ მოისხა ტყემალი – რა კომენტარს აკეთებს ჩხოროწყუს მერი

19:27; 15.05.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდი თბილისში გადაიყვანეს

19:21; 15.05.2025
ფინანსები

რომელი ქვეყნებიდან რიცხავენ ყველაზე მეტ ფულს საქართველოში

17:37; 15.05.2025
პოლიტიკა

კობახიძე: რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან

17:24; 15.05.2025
სამართალი

პროკურატურა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

17:20; 15.05.2025
საზოგადოება

“გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ”- GWP

17:15; 15.05.2025
სამართალი

სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

16:54; 15.05.2025
ფინანსები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

16:00; 15.05.2025
საზოგადოება

“განახლებული გამოძიება უნდა დაიწყოს”- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე

15:51; 15.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ახალი წელი… მაისში

14:10; 5.05.2025
0

რომის პაპის დაკრძალვაზე ტრამპმა ყაველაშვილს ხელი აუწია _ ფეიკი თუ სინამდვილე

14:29; 26.04.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

14:52; 13.05.2025
0

„ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

12:35; 13.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო