ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119-მა ამომრჩეველმა მიიღო.
„საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.სერიოზული ინციდენტების გარეშე, გარდა მცირე სახის პროცედურული დარღვევევბისა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო ცენტრში არ შემოსულა ისეთი სახის შეტყობინებები, რომელიც რაიმე სერიოზული ხასიათის ინციდენტს ან დარღვევას შეეხებოდა.
წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33.24%-ია. ყაზბეგში- 52.95%, ხაშურში- 34.76%, ბორჯომში- 52.94% ,ქუთაისში- 17.98% , ოზურგეთში-56.7%, მარტვილში- 58.49% მივიდა.
რაც შეეხება გენდერულ ჭრილში ჩატარებული სტატისტიკის მიხედვიტ კი ხმა 50.48 % ქალმა და 48.72% კაცმა მისცა.“,_განაცხადა მიქელაძემ.