2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული კოვიდუსაფრთხოების ზომები. „ერთი, რომ კოვიდინფიცირებულებს ექნებათ ხმის მიცემის საშუალება და მეორე საარჩევნო უბნები იქნება მაქსიმალურად აღჭურვილი ისე, რომ კოვიდუსაფრთხო გარემო შეიქმნას ადამიანებისთვის. შესაბამისად იქ იქნება პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები. უზრუნველყოფილი იქნება ისე აღჭურვა უბნის, კერძოდ საარჩევნო კაბინის, რომ ადამიანი მინიმალურად შეეხოს ნივთებს. იმაზე ბევრად უსაფრთხო იქნება საარჩევნო უბანზე მისვლა ვიდრე ტრანსპორტში ან სუპერმარკეტში. შესაბამისად, ადამიანს, რომ საარჩევნო უბანზე მისვლის შიში ჰქონდეს, ამის ალბათობა არ იარსებებს. ამისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული“, – განაცხდა კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება. (R)