სკოლებში სატესტატო გამოცდები, დღეს ქიმიის საგანში გამოცდით დასრულდა, რაც ყველაზე წარმატებული და სასიხარულო აღმოჩნდა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელ მარიამ სამსონიასთვის. მან საატესტატო გამოცდების რეკორდი მოხსნა _ ოთხ საგანში: გეოგრაფიაში, ფიზიკაში და ბიოლოგიაში მიღებული სრული ათიანი, დღეს ქიმიაში მიღებული სრული ათიანით გაამყარა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და სავარაუდოდ, ამ წუთის მონაცემებით, გურიაში არავის აქვს.
„ძალიან ვინერვიულე. ამდენი წლის შრომის შედეგი რომ დამიფასდა, უბედნიერესი ვარ. მით უფრო, ნიშნებს კომპიუტერი წერს. ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ისევე გაუხარდათ ჩემი წარმატება, როგორც ჩემს მშობლებს. მადლობა მათ! მე რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე, მათი დამსახურებაა“ ,_ თქვა „გურია ნიუსთან“ მარიამ სამსონიამ.
მარიამი ოქროს მედლის კანდიდატია და ის მომავალში უმაღლესი განათლების მიღებას საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში გეგმავს.