საბავშვო ბაღები შესაძლოა, ფასიანი გახდეს – ეს განცხადება პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. პრემიერის თქმით, ბავშვების ნაკადი ძალიან დიდია და სახელმწიფო დანახარჯებს ვეღარ წვდება.
„კარგია, რომ ბევრი ბავშვია და ბევრ ბავშვს უნდა სწავლა, მაგრამ კატასტროფულად იზრდება მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე, ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტებში და ბიუჯეტი რთულად აუდის ამ მზარდ დანახარჯებს,“ – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას საკანონმდებლო ცვლილებებიც შეიძლება დასჭირდეს. პრემიერმა ასევე, აღნიშნა, რომ ბაღის გადასახადი გარკვეული ტიპის ოჯახებმა უნდა გადაიხადონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად გამოვნახავთ იმ გზას, რომ ერთის მხრივ, ეს მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე ჩვენ დავაკმაყოფილოთ, მაგრამ მეორეს მხრივ, მოვნახოთ მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან შეძლებული ადამინებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს უფრო მაღალი ბარიერი, გაცილებით უფრო, ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.