საბერძნეთის სანაპირო დაცვა ზღვაში დაკარგულ გემს ეძებს, _ ინფორმაციას სააგენტო АМНА წერს. სააგენტოს ცნობით, გემს 41 ლტოლვილი გადაჰყავდა.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ლტოლვილმა გემიდან ევროპის საგანგებო სამსახურის ნომერზე დარეკა და დახმარება ითხოვა. მან განაცხადა, რომ გემს ძრავი გაუფუჭდა. სამძებრო სამუშაოებში საბერძნეთის სანაპირო დაცვა და ვერტმფრენები მონაწილეობენ.