საბერძნეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების გაწევის თხოვნით ევროკავშირს მიმართა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
ხანძარი ათენის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სამი დღის წინ გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის პრესმდივანმა სტავროლა მალირიმ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად უფრო მეტი საჰაერო საშუალებაა საჭირო.
„ხანძარი სწრაფი სიჩქარით ვრცელდება. ხანძრის მასშტაბებისა და ინტენსიურობის გამო საბერძნეთმა საჰაერო საშუალებების მიწოდება მოითხოვა“, – განაცხადა მან.
ხანძარი ქალაქ კალამოსთან რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის ათეულობით სახლია დაზიანებული და ათასობით ჰექტარი ტყეა დამწვარი.