საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი რაოდენობით მიგრანტები გადაჰყავდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის საქართველოს მოქალაქეს ბრალად ედება ქვეყნის შიგნით უცხოელთა უკანონო ტრანსპორტირება, დაუმორჩილებლობა, წინააღმდეგობის გაწევა, გაყალბება და სახიფათო მანევრის გახორციელება. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულს არ გააჩნია მართვის მოწმობა.
როგორც ცნობილია, მძღოლს 13 ავღანელი გადაჰყავდა, რომლებსაც საბერძნეთში დარჩენის შესაბამისი უფლება არ გააჩნიათ.
პოლიციისგან გაქცევის მიზნით კი გზაზე სახიფათო მანევრები განახორციელა.
დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ ის ნიკოპოლისთან დააკავა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომობილს ყალბი ნიშნები ჰქონდა, გარდა ამისა, ავტომობილიდან ამოღებულია 3 მობილური ტელეფონი, რასაც კომუნიკაციისთვის იყენებდა და ასევე თანხა.