12 საათის მონაცემებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23% გამოცხადდა. სულ ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში 29 373 ამომრჩეველი ფიქსირდება.
ამომრჩეველთა ყველაზე მეტი აქტივობა ლესის #10 საარჩევნო უბანზეა, სადაც რეგისტრირებული 1306 ამომრჩევლიდან, 12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 318-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ასევე, აქტიურობა შეინიშნება ქალაქში, აგარაკის #1 უბანზეც. აქ 1465 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ბოლო მონაცემით, ხმა 300 ამომრჩეველმა მისცა.
ამ დროისთვის, თვითმმართველობის არჩევნები ლანჩხუთში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები დარღვევებზე არ საუბრობენ.