ცესკოს ინფორმაციით, 12 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში- 27.4 % ხოლო ყველაზე დაბალი აქტოვობა ყაზბეგის ოლქში- 12%.
ცესკოს 12 საათის მონაცემებითვე, ამომრჩეველთა აქტოვობა 15.95 % შეადგენს.
„ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15,95%, რაც რაოდენობრივად არის 558 755 ამომრჩეველი. აღნიშნულ მონაცემს თუ შევადარებთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12 საათიან მონაცემს ამომრჩეველთა აქტივობამ მაშინ შეადგინა 17.15 %“, _ განაცხადეს ცესკოში.