„ნიღაბი უნდა იხმაროს ყველამ, მიუხედავად იმისა, რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს. დღეისთვის აღიარებულია, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს ის 70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ გადასდოს დაავადება ჯანმრთელ ადამიანს. იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის გარკვეულწილად შეიმცირებს რისკს, რომ მის ცხვირსა და პირზე მოხვდეს ვირუსი, ხოლო თუ ორივე გამოიყენებს, ეს რისკი იქნება მინიმალურად შემცირებული.
რეკომენდებულია, რომ ყველამ ყველა დახურულ სივრცეში გამოიყენოს ნიღაბი, განსაკუთრებით ახლო ურთიერთობების დროს,“_ განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა ჟურალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
გარდა ამისა, ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, ისიც, რომ სუფთა ჰაერზე სერინობა აკრძალული არ არის თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ დისტანცია დაცულია.
ზახაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარია ნიღაბი, რომელსაც ადამიანები გამოიყენებენ იყოს რამდენიმე შრიანი და მასში სუნთქვა იყოს შესაძლებელი. ასევე აუცილებელია, რომ ფარვდეს ცხვირს და პირს.
განსაკუთრენული ყურადღება კი ხმარების წესს უნდა მიექცეს.
“ნიღაბი სახეზე სუფთა ხელებით უნდა გაკეთდეს. უნდა იყოს სახეზე მჭიდროდ. უნდა გამოიცვალოს 2-3 საათში ერთხელ, ან როდესაც დაინესტება. მრავალჯერადი ნიღბის გამოყენების შემდეგ ის შეიძლება გაირეცხოს, გაუთოვდეს, ერთჯერადი ნიღბები კი უნდა გადაიყაროს.
ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის და მნიშვნელოვანია, დისტანცირება მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად”,_ აღნიშნა ზახაშვილმა.