ფაზისის, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნებოდა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტის ( 2010-2020წლები) ნუგზარ ნადარაიას ხსოვნას, გურიიდან პროფესორ მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, რამდენიმე საერო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი_ რუსუდან (ანასტასია) კალანდაძე წარსდგა. მან მიმოხილვა გააკეთა იმ შვიდი ნაშრომის, რომელიც ისტორიისთვის მნიშვნელოვან კვლევებს ეფუძნება.
აკადემია ფაზისი დაარსებიდან 1750 წლისაა და მას მართლაც სახელოვანი წარსული აქვს, რომელიც ახლაც ბრწყინვალედ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას.
“საერო აკადემიები ღვთის ანაბარა გახლავთ, სახელმწიფომ ისიც კი არ გააკეთა, რომ აღმოიფხვრას ის მახინჯი სისტემა, რომელიც წარსულმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. მაგალითისთვის, როგორი ჩინებული ნაშრომიც არ უნდა დავდოთ, ვერაფრით გახდები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თუ ხარისხი საზღვარგარეთ არ გაქვს დაცული, რაც ძალიან სამწუხაროა. გეკითხებით, რაში მჭირდება მე, საზღვარგარეთ მიღებული განათლება ან დაცული დისერტაცია თუ მე რუსთველოლოგიაში ვმუშაობ ან ქართული ანბანის საიდუმლოებებს ვარკვევ?!
კონფერენციაზე წავრსდექი ნაშრომით – „ქართველი ერის ფილოსოფიური აზროვნების სათავეებთან“, რომელშიც შეტანილია 7 სიახლე”,_ გვითხრა რუსუდან (ანასტასია) კალანდაძემ.
ავტორი