აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „AgroBatumi 2017” საზეიმოდ გაიხსნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი აგრო გამოფენაში წელსაც აქტიურად მონაწილეობს. მუნიციპალიტეტმა გამოფენაზე აგროპროდუქტები და აგრონაწარმი წარმოადგინა, ასევე საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო ქობულეთის სარეკლამო მასალა.
საერთაშორისო გამოფენა წელს მეშვიდედ იმართება. მისი მიზანია აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და ახალი ბიზნეს-კავშირების დამყარება. (R)