ბათუმში მინი-ფეხბურთში გამართული საერთაშორისო ტურნირის „ოქროს დელფინის“ გამარჯვებული ლანჩხუთელთა გუნდი „გურია“ გახდა.
როგორც გუნდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი გიორგი პატარაია ამბობს, ლანჩხუთელ მობურთალებთან ერთად ტურნირში ბათუმისა და ქედის გუნდები მონაწილეობდნენ, მეზობელი აზერბაიჯანი კი ორი გუნდით იყო წარმოდგენილი:
„პირველი შეხვედრა ბათუმის გუნდთან „ნოვასთან“ გვქონდა, რომელიც დიდი ანგარიშით 10:2 დავამარცხეთ. შემდეგ იყო აზერბაიჯანული „ასტრა“, რომელსაც 7:5 ვძლიეთ.. ნახევარფინალში ბათუმის „დინამოს“ მოვუგეთ 7:2, ხოლო ფინალურ ეტაპზე 4:0 ქედის „ბეთლემი“ დავამარცხეთ“.
როგორც გიორგი პატარაია ამბობს, ტურნირზე ლანჩხუთელთაგან საუკეთესონიც გამოვლინდნენ _ ტურნირის რჩეულ მცველად ლაშა ლაბაძე დასახელდა, საუკეთესო თავდამსხმელი გიორგი გოგოხია გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი _ ტარიელ კუკულაძე.