საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ იმ რეისების განრიგი დაასახელა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
„უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი: 14 აპრილს გახორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა, 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით, 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი, 22 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს განხორციელდება რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.