https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფრთხილად, წინ საშიში წარსულია _ “საღმრთოელი” განდეგილი ქალის ისტორია

15:11; 15.11.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს გიამბობთ რუსული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდისთვის ერთ ჩვეულებრივ ამბავს, ერთ ჩვეულებრივ ქალზე, რომელსაც სამი შვილი მიატოვებინეს, დააპატიმრეს,  ხუთი წლის შემდეგ კი ტომსკში 10 წლით გადაასახლეს. მას დანაშაული არ ჩაუდენია, არც პოლიტიკაში ყოფილა ჩართული – ის, უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასასურველი პირის… და იყო!

მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი

მაშო გოჯასპირის  ასული გობრონიძე, 1891 წელს ოზურგეთში, სოფელ ხვარბეთში დაიბადა, შემდეგ კი ქვემო ნატანების ერთ-ერთ უბანში _ დონაურში, გერმანე ჩხატარაშვილს გაჰყვა ცოლად. საშუალო შეძლების გლეხის ოჯახის დიასახლისმა წერა-კითხვა არ იცოდა და არც ერთი პარტიის წევრი არ იყო.

მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილის ნაკვალევის მოძებნაში, მერიის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ციური ბაბილოძე დაგვეხმარა, რომელიც თვლის, რომ წარსულის დავიწყება სამომავლო შეცდომების დაშვების საფუძველია.

სწორედ ქალბატონი ციურის დახმარებით შევხვდით მაშო ჩხატარაშვილის ვაჟის _ იაგორის შთამომავლებს და ძმისშვილს, არაჩვეულებრივ ქალბატონს, ლეო გობრონიძეს, რომელსაც ასაკის მიუხედავად, შესანიშნავი მეხსიერება აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმიდან (#37147) ირკვევა, რომ მაშო და მისი ოჯახი, საბჭოთა სპეცსამსახურების თვალთახედვის არეალში უმცროსი ძმის _ მაქსიმე გობრონიძის გამო მოხვდნენ, რომელიც მენშევიკური პარტიის წევრი და წინააღმდეგობის არალეგალური დაჯგუფების წევრი იყო.

მაშოს დედას _ მართა გობრონიძეს  ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი ჰყავდა. ბოლშევიკები, პოლიტიკურ ოპონენტზე _ მაქსიმე გობრონიძეზე, რომელიც მანამდე მეწისქვილე, მშრომელი და საზრიანი გლეხი იყო, ნადირობდნენ; ოჯახზე ერთ-ერთი თავდასხმის დროს, ოთხმოც წელს გადაშორებული დედა _ მართა გობრონიძე, რომელიც შვილის გადარჩენას ყვირილით ცდილობდა, ჩეკისტებმა მოკლეს, სახლი გადაწვეს და დაანგრიეს… მაშინ, მაქსიმე გადარჩა და შურიც იძია.

_ მაშინ, 10-12 წლის ვიყავი და მახსოვს, როგორ შემოარტყეს სახლს ალყა, ისმოდა სროლა, კივილი და ხმაური; უფროსებმა ბავშვი აკვნით ბუხარში გადამალეს, რომ ტყვიებისგან დაეცვათ… მოზრდილები ეზოდან ვუყურებდით შეიარაღებულ ადამიანებს… ცოტა ხანში ბიძაჩემმა – მაქსიმელამ ჩამოგვირბინა… კარგად მახსოვს, როგორ დაგვიქნია ხელი. მერე ამბობდნენ, რომ დედის მკვლელს სახლში მიაკითხა, გამოვიდესო _ გასძახა და ის კაციც გამოვიდა _ კარგად იცოდა, რაც ელოდა და რაღას იზამდა… _ იხსენებს ლეო გობრონიძე.

ლეო გობრონიძე-ჩხატარაშვილი

როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, 1932 წელს, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, 41 წლის მაშო ჩხატარაშვილი, რომელიც მამით ობოლ სამ შვილს ზრდიდა, დააპატიმრეს და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; მას ბრალად, როგორც საქმეშია მოხსენიებული, პოლიტბანდიტის ანუ ძმის შეფარება წარუდგინეს. მოწმე ამტკიცებდა, რომ, მაშო თავის ძმასთან ერთად, არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრი იყო და ფსევდონიმით _ “სონია” საქმიანობდა. როგორც მოგვიანებით თავად ყვებოდა, ექვსივე თვე სამარტოო კარცერში, უმძიმეს პირობებში გაატარა.

გობრონიძეების ოჯახის დევნა პოლიტიკური შეხედულებების გამო, კვლავ გრძელდებოდა. ლეო გობრონიძე იხსენებს, რომ 1932 წელს დააპატიმრეს მისი ძმა _ დიმიტრი გობრონიძე. მამა  _ სილევანი ემიჯნებოდა ძმის შეხედულებებს, შვილებს უმაღლესი განათლება მისცა და კარიერული წინსვლისთვის კომუნისტურ პარტიაში შესვლასაც ურჩევდა, გერმანული ფილოსოფიის სპეციალისტი, დიმიტრი, მამას არ ეთანხმებოდა.

_ წიგნი არ დარჩა რომ არ წამეკითხოს და ვერაფრით დავეთანხმები ბოლშევიკურ თეორიებს, ადრე თუ გვიან, ამგვარი წყობილება აუცილებლად დაინგრევაო  _ ეუბნებოდა მამაჩემს დიმიტრი; აკი, დაინგრა კიდეც! _ იხსენებს ქალბატონი ლეო.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც თვით ივანე ჯავახიშვილი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა, დააპატიმრეს, იდეები დაუწუნეს და ისიც გაიხსენეს, რომ “პოლიტბანდიტი” ბიძა ჰყავდა! მეტეხის ციხიდან, სამუშაოდ ალაზანზე გაყვანილი პატიმარი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. შსს არქივში, ჯერჯერობით, დიმიტრის საქმეს ვერ მივაკვლიეთ. ასევე უკვალოდ განადგურდა მისი უნიკალური ნაშრომები და ბიბლიოთეკა:

_ ნაშრომები, უზარმაზარი ბიბლიოთეკა სახლში ჩამოვიტანეთ, მაგრამ ერთ დღეს რაიკომის პირველმა პირებმა სოფელში ჩამოვლისას, ბიბლიოთეკა საშიშროებად ჩათვალეს და გაიცა ბრძანება, დაეწვათ წიგნები… მახსოვს, როგორ იწვოდა გერმანული, სხვა უცხოენოვანი იშვიათი გამოცემები… ჩემი ძმის კვალი წაიშალა, _ ცრემლით იხსენებს თითქმის საუკუნეს მიტანებული ქალბატონი.

შიშით დაზაფრულ ადამიანებს, კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხეს უქმნიდათ სოციალურად მავნე ელემენტად გამოცხადებული ბიძის, ძმის, მამის, დედის თუ დის სიყვარული და ადამიანური თანადგომა. საქმეში მრავლადაა მასალები, თუ როგორ ისტუმრებდნენ უარით ახლო ნათესავები ღამის გასათევად მისულ “პოლიტბანდიტს”.

ოფიციალურ დოკუმენტებში, მაქსიმელა გობრონიძის ლიკვიდაცია 1938 წელს მოხდა, თუმცა, ოჯახში შემონახული ლეგენდის მიხედვით, მაშო ჩხატარაშვილის ხელმეორედ – 1937 წელს დაპატიმრება სწორედ მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციას უკავშირდება:

_ მამაჩემს, რომელსაც რვა შვილი ჰყავდა, ძმა შეპირდა, რომ საფრთხეს არ შეუქმნიდა და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა… დანარჩენი დედმამიშვილიც ხომ ჰყავდა, მაგრამ ისინი არ დაუჭერიათ…. როგორც ჩანს, მაშო ყველაზე ძლიერი და უშიშარი პიროვნება იყო…  მახსოვს ამბობდნენ, როცა მაქსიმე ღალატით მოკლეს, მიცვალებულს ესროლეს, მერე ოზურგეთში, მილიციის შენობის წინ დააგდეს, რომ სამაგალითოდ ენახათ სხვებს, მხოლოდ მაშომ გაბედა მისვლა და ძმის ცხედრის მოთხოვნა, _ ამბობს ლეო გობრონიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით კი, მაქსიმე გობრონიძის ლიკვიდაციამდე ერთი წლით ადრე, მისი და _ მაშო გობრონიძე-ჩხატარაშვილი, 1937 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს სსრ შინსახკომის მახარაძის რაიგანყოფილებამ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 17-57-17 მუხლის ბრალდებით, ისევ დააპატიმრა.

საქმის მასალებში არსებულ განაჩენში ვკითხულობთ: “ბრალი ედება პოლიტბანდიტებთან _ ლომთათიძესთან და გობრონიძესთან კავშირში, მათთან სისტემატურ შეხვედრებში, მათ შეფარებასა და სურსათით მომარაგებაში.  ასევე, ბრალდებულია მასზედ, რომ არის ბანდიტ მაქსიმ გობრონიძის და”.

საქმის მასალებიდან, ასევე, მოწმეთა ჩვენებებიდან კარგად ჩანს, რომ ბრალდების მხარეს ხელმოსაჭიდი ფაქტები არ აქვს; მაშო ცდილობს წარმოაჩინოს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა ძმასთან, რომელმაც ოჯახს ამდენი უბედურება შეამთხვია, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაშო ჩხატარაშვილი მაინც დაისაჯა მხოლოდ იმისთვის, რომ მაქსიმე გობრონიძის და იყო…

 საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის 14 ოქტომბრის დადგენილებით, მაშო ჩხატარაშვილს 10 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნა მიესაჯა, ხოლო მისი განცხადება საქმის ხელახლა გამოძიების შესახებ, რეაგირების გარეშე დარჩა. საქმეს, განსამტკიცებლად, კოლმეურნეობიდან წარდგენილი ცნობაც დაურთეს, რომ მაშო გობრონიძეს წლის განმავლობაში, არც ერთი შრომადღე არ ჰქონდა გამომუშავებული!

46 წლის, სამი შვილის გამზრდელი ქვრივი, შრომით გამოსწორებისთვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შინსახკომის “ტომსინლაგში”, რომელიც სპეცდასახლება გახლდათ ტომსკის ოლქში, გადაასახლეს.

როგორც მაშოს რძალი _ ლეილა გორგილაძე და შვილთაშვილები – მაია და გია ჩხატარაშვილები მაშოს მონათხრობიდან იხსენებენ, ძლიერი და შრომისმოყვარე ქალი, ვერ გატეხა გადასახლებამ და პირიქით, ცდილობდა დახმარებოდა სხვებს სიცოცხლის შენრჩუნებაში; მაგალითად, ბაბო დადიანს, რომელსაც გადასახლებაში შეხვდა.

ლეილა გორგილაძე, მაია და გია ჩხატარაშვილები

გია ჩხატარაშვილი ბებიას მონაყოლს იხსენებს, თუ როგორ შეხვდა მაშო ციმბირში თანასოფლელს, სასულიერო პირს გერასიმე ნაკაიძეს:

_ ბებია იხსენებდა, რომ ახალგაზრდობაში, გერასიმე ნაკაიძეს, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა, მაღალი, ტანადი, ცისფერთვალება მაშოსთვის  სერენადა მიუძღვნია… მრავალი წლის შემდეგ, ციმბირის გულაგში, მაშოსთვის უთქვამთ, რომ ბანაკში მისი თანამემამულე ისე სცემეს, რომ უკანასკნელ წუთებს ითვლიდა… მაშო ჩხატარაშვილმა, ახალგაზრდობის, ბედნიერი წუთების გასახსენებლად და მოწამეობრივი სიკვდილის შესამსუბუქებლად, სწორედ ის სიმღერა უმღერა მომაკვდავ თანასოფლელს…

სოფელ საღმრთოს ეკლესიის მღვდლის გერასიმე ნაკაიძის “დანაშაული” კი ის იყო, რომ დააარსა სოფლის ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელსაც საკუთარი სახლი დაუთმო. კომუნისტებმა 1923 წელს ეკლესია სახალხო სახლად გადააკეთეს, ეკლესიის სასაფლაო გადახნეს და ზედ ფეხბურთის სტადიონი გამართეს. გერასიმე ნაკაიძე აჭარაში მასწავლებლად წავიდა, თუმცა იქაც მიწვდნენ, დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1939 წელს, გადასახლებულთა ბანაკში, მოძღვარი ცემით მოკლეს…

მაშო ჩხატარაშვილმა ათწლიანი ჯოჯოხეთი გამოიარა და საქართველოში ჩამოაღწია.

_ 27 წლის შვილი, იაგორი, სამამულო ომში დაღუპული დახვდა;  მეზობლად, სოფელ შრომაში გათხოვილ ქალიშვილს _ ვასასი ღლონტს, ვისთანაც დაბინავდა, სულ მალე 17 წლის გოგონა ტრაგიკულად დაეღუპა. მაშომ ჩათვალა, რომ უიღბლობა მისი ბედისწერა იყო და გადაწყვეტილება მიიღო: ვაჟისა და ქალიშვილის ოჯახებს შორის, “საღმრთოს” უღრან ტყეში, სადაც აყრა-გადასახლებამდე მისი ოჯახი ცხოვრობდა, ქოხი საკუთარი ხელით ააშენა და იქ სრულიად მარტო დასახლდა! მიუხედავად იმისა, რომ თხოვნას და ყურადღებას არ ვაკლებდით, ღრმა სიბერემდე, მარტო ცხოვრობდა, ასეულობით ფრთა ფრინველს ზრდიდა, ყანას თესავდა, ათეულობით პირუტყვს უვლიდა და ცდილობდა, იქეთ დახმარებოდა შვილიშვილებს, გაჭირვებულ თანასოფლელებს,  _ ამბობს ლეილა გორგილაძე.

შვილთაშვილები იხსენებენ, როგორი გონებაგამჭრიახი, გაუტეხელი, მძიმე ცხოვრების მიუხედავად, იუმორით სავსე ქალი იყო მაშო ჩხატარაშვილი. 87 წლამდე იცოცხლა და ბოლომდე შეინარჩუნა გონება, ღირსება და შურისძიებას დამსმენების მიმართ, რომელთა ვინაობაც კარგად იცოდა, არ აჰყოლია.

ახლა სოფლის სასაფლაოზე, ერთად განისვენებენ მაშო ჩხატარაშვილი, მის მსგავსად რეპრესირებული ადამიანები, მის საქმეში მონაწილე პირები, მოწმეები, ვინაც გაუძლო ან ვერ გაუძლო მძიმე საბჭოურ სადამსჯელო წნეხს.

ეს საქმე იმის მაგალითია, თუ რა შიში, დევნა და არაადამიანური  განსაცდელი გამოიარა საზოგადოებამ _ ყველამ, დამსმენმა, მდევარმაც და მსხვერპლმაც, რუსული საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. ამგვარი მაგალითები კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რადგან ისტორიას არ უყვარს მეხსიერების დაკარგვა _ ფრთხილად, წინ საშიში წარსულია!

გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7 თებერვალი, 2026

თავდასხმა მართლმადიდებლურ ტაძარსა და მღვდელზე უკრაინაში

სამუშაო და არასამუშაო დღეების საარჩევნო სტატისტიკა: ორშაბათი, ოთხშაბათი...

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026
საზოგადოება

16 წლის მოზარდი ხიდიდან გადავარდა და დაიღუპა

10:01; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო