საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
“მშვიდობიანი აქციების მონაწილეების მიმართ, რეპრესიების ახალი ტალღის ფარგლებში მიღებული კანონის საფუძველზე, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პირველი ასეთი ბრალი წარედგინა 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს. მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე – პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა.
საქართველოს პროკურატურის მუშაკებს/პროკურორებს შევახსენებთ, რომ მათი საქმიანობის უმთავრესი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია. მათ მიერ გატარებული სისხლის სამართლის პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან.
პროკურატურა არ არის ორგანო, რომელიც კონტექსტისგან განყენებულად, კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უგულვებელყოფით, მხოლოდ რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე უნდა წარმართავდეს ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკას”,_ აცხადებს საია.



































































