იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების სისტემაში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
“გასაკვირია, მოვისმინე ინფორმაცია , რომ ციხეში ვიღაცამ გაიმარჯვა. იქნება ეს პატიმრების ხმები თუ მორიგე თანამშრომლების ხმები. მე მინდა ვკითხო ადამიანებს, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. კენჭისყრა არის ფარული და სპეცუბნები გაუქმებულია ციხეებში. პატიმრები მიმაგრებულები იყვნენ საარჩევნო უბნებზე”, _ განაცხადა წულუკიანმა.