იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტის GEO CORS-ის ფარგლებში, GPS სადგურების ქსელის მონიტორინგსა და აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. სამუშაოების შედეგად, ონის GPS სადგურის ფუნქციონირება აღდგა, რამაც რაიონიდან ზუსტი და საიმედო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღება უზრუნველყო.
CORS–ის სისტემის დახმარებით მიწის აზომვა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობითაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედისაამზომველო კომპანიების ბიზნესის განვითარებას, ხოლო მოქალაქეებისთვის აუმჯობესებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტესა დახარისხს, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარი მონაცემია.
ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური, მათ შორის 7ა კლასის სადგური მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური – სრულად და უფრომეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას. აღსანიშნავია, რომ პროექტის „მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრისა და შვედეთისკარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ორგანოს (Lantmäteriet)) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(შიდა) დაფინანსებით ხორციელდება,დაგეგმილია GPS სადგურების ქსელის შეფასება, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ქსელის გაფართოება და ახალი სადგურების დამატება მოხდება.
ერთიანი მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების შექმნის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამოქალაქო მშენებლობის, ტოპოგრაფიული და საკადასტროსამუშაოების და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.
დღეისთვის GEO CORS–ის სისტემაში ჩართულები არიან ქვეყნის სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები, რომლებიც ქსელით უფასოდ სარგებლობენ. (R)