საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება.
მორიგ ტრენინგს, რომელიც სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის იუსტიციის სახლში 21-22 ოქტომბერს გაიმართა, მოსამართლე მაია ბაქრაძე უძღვებოდა.
საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 25-მა თანამშრომელმა ორი დღის განმავლობაში სანივთო და ვალდებულებითი სამართლის მიმართულებით სარეგისტრაციო წარმოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ტრენინგზე სასამართლო პრაქტიკაში არსებული შემთხვევები დეტალურად განიხილეს.
მიღებული ცოდნა და ინფორმაცია რეგისტრატორებს სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების უკეთ შესრულებაში დაეხმარება და საჯარო რეესტრის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ტრენინგი “სანივთო და ვალდებულებითი სამართალი” ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში”გრანტის ფარგლებშიგერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის” მიერ ჩატარდა. (R)