“რუსეთი, როგორც ჩანს, საქართველოს მიწის აღებას თანდათანობით აპირებს”_ამ სათაურით სტატიას გამოცემა BUSINESS INSIDER აქვეყნებს.
“გურია ნიუსი” BUSINESS INSIDER -ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
“რუსეთი წლების განმავლობაში საქართველოს მიწას ნელ-ნელა იღებდა და როგორც ჩანს, მოსკოვმა ეს ნაბიჯი ივლისის დასაწყისში ისევ გადადგა და სატელიტის მიხედვით, საზღვრები 2,300 ფუტით კიდევ გადასწია.
3 ივლისს რუსეთის სამხედროებმა უბრალოდ აიღეს სასაზღვრო ნიშანი და საქართველოს ტერიტორიაზე გადააადგილეს.
THE INDEPENDENT-ის ცნობით,როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, მიწის მისაკუთრება არალეგალურად ხდება.
“ეს არის არალეგალური ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამეტურ უფლებებს, არამედ უსაფრთხო ვითარებასაც საფრთხეს უქმნის”,_ ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა, რის შემდეგაც საქართველოს 2 ნაწილი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
რუსეთმა ბორდერიზაციის ტაქტიკას 2008 წლის ივნისიდან მიმართა, როცა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სადემარკაციო ხაზი შექმნა.
რუსეთმა ბოლო ნაბიჯი, G20-ის სამიტზე დონალდ ტრამპისა და პუტინის შეხვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე გადადგა.
ბორდერიზაცია, ასევე ცნობილია, როგორც მცოცავი ოკუპაცია, რუსი სამხედროები მავთულხლართების, ნიშნების გადაწევით და სხვა დაბრკოლებების შექმნით ქართულ მიწას მცირე რაოდენობით იკავებენ, საქართველო და დასავლეთი კი აქციების გარდა არაფერს აკეთებენ.
როგორც 2013 წელს JAMESTOWN FOUNDATION-ის ანალიტიკოსი, ვლადიმერ სოკორი ამბობდა, მიმდინარე ექსპანსიამ სავარაუდიდ საქართველო დააშინა.
მცოცავმა ტაქტიკამ 9 წლის განმავლობაში სოფლებისა და ფერმების გაყოფა გამოიწვია, ისევე როგორც,საქართვეოს მთავრობის განცხადებით, ივლისის დასაწყისში გადადგმული ნაბიის შედეგად ადგილობრივი ფერმერები დაზარალდნენ.
როგორც ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს პრესსპიკერმა, BUSINESS INSIDER-ს განუცხადა, ძნელია შეფასდეს რუსეთის მიერ 2008 წლის შემდეგ მითვისებული მიწის რაოდენობა, მაგრამ რუსეთის მიზანია მსგავსი ქმედებებით საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალოს.
ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს არ შეიძლება ჰქონდეთ ტერიტორიული დავები”, _ აღნიშნულია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.