საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ის კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა :_„საქართველო იქნება ბედნიერი. დალოცვილი იყავით“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობა დღეს პრეზიდენტს ბოლოჯერ ირჩევს. ახალი პრეზიდენტი ქვეყანას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს.