რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თანხმდებიან, რომ საქართველოსა და ნატო-ს შემდგომი უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რეგიონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროში, ჟენევაში გამართული კონსულტაციების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
„რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისის ნატოსთან კიდევ უფრო ღრმა თანამშრომლობა რეგიონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილება. საქართველოში მიმდინარე წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარებული ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წვრთნებში სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რეკორდული რაოდენობა მონაწილეობდა. ნატოს ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც ამ წვრთნევბში მონაწილეობდნენ ანტირუსული ხასიათის მანევრებზე გაამახვილეს ყურადღება და მათი მნიშვნელობა საქართველოს თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციაა. თბილისსა და ალიანსის წევრების მსგავსი ქმედებები კი, ეწინააღმდეგება ჟენევის მოლაპარაკებების მიზნებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას იწვევს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ბუქარესტში, ასევე მიუღებელია და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აცხადებენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთობლივი მუშაობის ძირთადი ამოცანა ამიერკავკასიაში ძალის გამოუყენებლობაა.
ამ პრინციპების დაცვა აუცილებელია, იმისთვის, რომ უზრუნველყოს ორი რესპუბლიკის ხანგრძლივი უსაფრთხოება, როგორც ეს 2008 წელს 12 აგვისტოს შეთანხმებაში დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა. საქართველოს წარმომადგენლების „საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების“ ფორმულაში საქართველოს წარმომადგენლების დოგმატური დაცვა სხვა მონეწილეებისთვის მიუღებელია.
საქართველოს გარდა, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველო-აფხაზეთის, საქართველო-ოსეთის საზღვრებზე არსებული მდგომარეობა სტაბილურად შეაფასა. არსებული საგუშაგოები მოქმედებენ სწორად და ინციდენტების რაოდენობა საშუალო სტატისიკის რაოდენობას არ აღემატება.
გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის ოფისის დოკუმეტებში აღინიშნა, რომ აფხაზეთში, გალის რაიონის სასაზღვრო სოფლებში ავტობუსის მომსახურების ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო საქართველოს საზღვრებთან საგუშაგოების სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ნორმალური ატმოსფეროს შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეაქვს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატში ყოველთვიურ შეხვედრებს, ასევე ცხელი ხსაზების მეშვეობიტ რეგულარულ კონტაქბეტს მხარეებტან.
საქართველო და მისი მოკავშირეები მიზნად ისახავენ აფხაზეთის მკვიდრთა საერთაშორისო კავშირების დაბრკოლებას, მათი ეროვნული და რუსული პასპორტების არ აღიარებას.
სამხრეთ ოსეთის წარმოიმადგენლებმა აღნიშნეს ქართული მხარის მიერ ორგანიზებული აქციების პროვოკაციული ხასიათი. ასეთი პროპაგანდისტური მოვლენები სიატუაციის სერიოზულ გამწვავებას იწვევს, რაზეც პასუხისმგებლობა თბილისს ეკისრება.
ჟენევის დისკუსიებში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კულტურული მამკვიდრეობის დაცვის, გარემოს დაცვის, დაკარგული ადამაინების, განათლების, წყლის და წყლის პროექტების შესწავლის საკითხებზე.
აფხაზეთის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სფეროში საზღვრისპირა რეგიონების პრობლემების არსებითი განხილვა მოითხოვეს და მწვავე მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება, რომელიც, სერიოზულად ემუქრება რეგიონის ქვეყნის აგრარულ სექტორს“,_ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, მომდევნიო შეხვედრა ჟენევაში 2017 წლის დეკემბერში შედგება.