საქართველომ მწვანე ზონის ქვეყნის სტატუსი დაკარგა.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა და 100 000 მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელმა 10,2–ს მიაღწია.
ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 100 000 მოსახლეზე საქართველოში ინციდენტობის მაჩვენებელი უკვე გახლავთ 10, 2; ხოლო აჭარაში რეგიონში – 52,9 – ანუ 100 000 მოსახლეზე ავადობის რიცხვი, – განაცხადა ეზუგბაიამ.