დღეიდან, საქართველოს 30 000-მდე მოქალაქეს სესხი გაუძვირდა. ამის მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, რეფინანსირების განაკვეთი 25 პუნქტით 7 პროცენტამდე გაიზარდა.
“საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2017 წლის აპრილის მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 27 ათას 356 სესხია გაცემული, რომლის მთლიანი მოცულობა 1 მილიარდ 112 მილიონი ლარია.
სესხი ამ ადამიანებს 25 საბაზისო პუნქტით გაუძვირდებათ.
ეროვნულ ბანკში რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მოსალოდნელი ინფლაციით ხსნიან და იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ პროცესს დაარეგულირებს.