საქართველოს ისტორია არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შრომის, ბრძოლის ისტორია. ჩვენც უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისთვის, _ ამ სიტყვებით მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე.
კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იხსნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია და ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხევა.
“მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ 26 მაისს. ჩვენთვის რუსთაველი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს”,_ განაცხადა კობახიძემ.