საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7, ანუ არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ 64 დარჩება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ცვლილებები არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით.
რეფორმის შედეგად, ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი.
მისივე თქმით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.