საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა გახორციელდა, _ ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, პრობლემის აღმოფხვრამდე ყველა ოფიციალური ინფორმაცია და ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შესაძლებელია სოციალურ მედიაში.
,,გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.
აღნიშნული ფაქტის გამო, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.
პრობლემის აღმოფხვრამდე ყველა ოფიციალური ინფორმაცია და ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე:
https://www.facebook.com/parliamentgeo
https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg “– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.