10-13 დეკემბერს, ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა გაიმართა. ოზურგეთის ნაკრები გუნდი აღნიშნულ პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და გუნდური მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, _ ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
ზურაბ მაჭარაშვილმა, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, I ადგილი დაიკავა (მწვრთნელი გურამ მაჭარაშვილი; ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა, იური ლომაძეც. ვლადიმერ ზურაბიანის გაწვრთნილი მოჭიდავე 72 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა;
აღნიშნულ ტურნირში 5 ოზურგეთელი სპორტსმენი მესამე ადგილს დასჯერდა: ირაკლი ძილისტარიშვილი, 60 კგ. წონითი კატეგორია (მწვრთნელი ბექა ჩოფლიანი), დავით ბაკურაძე, 63 კგ. წონითი კატეგორია (მწვრთნელი ირაკლი ზურაბიანი), ლევან ქავჟარაძე, 67 კგ. წონითი კატეგორია (მწვრთნელი ბექა ჩოფლიანი), დავით ჩხარტიშვილი, 60 კგ. წონითი კატეგორია (მწვრთნელი ირაკლი ზურაბიანი), ვალერიან მურვანიძე, 97 კგ. წონითი კატეგორია (მწვრთნელი თენგიზ მუჯირი).