საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელებმა მასპინძელი ისრაელის ნაკრები ოვერ ტაიმში ანგარიშით 104:91 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა,ხოლო ისრაელის ნაკრებში 23 ქულით თავი გალ მეკელმა გამოიჩინა.
ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას დღეს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.