ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია სწორ გზას დაუბრუნდეს პოლიტიკური პატიმრების, მელიასა და რურუას გათავისუფლებით.
გრეგოროვამ ისაუბრა გასულ წელს დადებული შეთანხმების შესახებ და აღნიშნა, რომ დღეს გაცილებით უარესი ვითარებაა.
„გასულ წელს საქართველომ შეძლო გამოსულიყო კრიზისიდან, მოახერხა ამ გვერდის გადაფურცვლა და გაატარა საარჩევნო რეფორმა. ჩვენ მაშინ საქართველოს გვერდით ვიყავით, დავეხმარეთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ შეგვიძლია დახმარება“,_ განაცხადა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწორ გზაზე დაბრუნება შეუძლია.
„საქართველოს შეუძლია, გააგრძელოს რეფორმების გატარება საარჩევნო და სასამართლო სისტემაში, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, როგორიც არის რურუა, რაც იყო დაპირებული 8 მარტის შეთანხმებით ან მელია და მისცემს მოქალაქეებს საშუალებას გადაწყვიტონ, ვინ უნდა წარმოადგენდეთ მათ სამართლიან სისტემაში, არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებული ეჭვების ჩრდილის გარეშე. ამისთვის ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, უნდა გამოვიჩინოთ მეტი მხარდაჭერა და მივანიჭოთ ძლიერი მანდატი გუნდს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩებს საქართველოში, რათა მათ დახმარება გაუწიონ მედიაციის პროცესს. რაც პრეზიდენტმა მიშელმა დაიწყო, იყო დიდებული ნაბიჯი და პირველი ნაბიჯი, მოდით გავაგრძელოთ რაც მან და ჩვენ გავაკეთეთ და დავეხმაროთ ჩვენს მეზობლებს, დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს“,– განაცხადა გრეგოროვამ.