დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
მიწისძვრა მეორედ 03:58 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერად, სომხეთში იყო, საქართველოს საზღვრიდან 8კმ-ში.
ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდით განისაზღვრა.
ამ დროისთვის, ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე 5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.